სირილ განი, ჯოშ ჰოკიტი
Aa
Aa

ხუთრაუნდიანი ბრძოლა და დარტყმების რეკორდი | სირილ განმა ქამარი დაიცვა

UFC 334-ზე მძიმე წონით კატეგორიაში სირილ განმა ჯოშ ჰოკიტი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა. სამივე მსაჯმა გამარჯვება სირილ განს მიაკუთვნა (49-47). ერთმა მსაჯმა განს პირველი რაუნდი მისცა, ორმა მსაჯმა - მეორე რაუნდი.

სირილ განმა მეტოქეს 237/343 მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.

სირილ განის 237 და ჰოკიტის 146 დარტყმის ჯამი მძიმე წონითი კატეგორიის ისტორიაში სარეკორდოა - ყველაზე მეტი განხორციელებული დარტყმა ერთ ბრძოლაში.

36 წლის სირილ განმა კარიერაში მე-18 ბრძოლა გამართა: 15 გამარჯვება (7 ნოკაუტით), 2 მარცხი, ერთი ბრძოლის შედეგი გაბათილდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები