ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„მსუბუქი წონის ქამრისთვის მე უნდა ვიბრძოლო“ - ოლივეირამ გეიჯის მიმართა

12 დეკემბერს, ლას-ვეგასში BMF-ის ქამარს ჩარლზ ოლივეირა თანამემამულე დიეგო ლოპესთან დაიცავს და როგორც ღონისძიებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის ამ ტიტულის დაცვა და გაფრთხილება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, „დუ ბრონქსმა“ დივიზიონში მიმდინარე ბატალიებზეც ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა.

ჩარლზ ოლივეირა

რა თქმა უნდა ვთვლი, რომ დიეგო ლოპესთან გამარჯვების შემდეგ მსუბუქი წონის ტიტულისთვის მე უნდა ვიჩხუბო. ახლა მე და ჩემს გუნდს მხოლოდ ერთი რამ გვაინტერესებს - რას აპირებს ჯასტინ გეიჯი, განაგრძობს კარიერას, თუ აქტიური სპორტიდან წავა. ნებისმიერ შემთხვევაში დივიზიონის მომავალი ჩემპიონი მე ვარ და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. რაც შეეხება BMF-ის ქამარს, მისი დაცვისთვის ჩხუბი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ბრაზილიელი ვარ, ვინც ეს ტიტული მოიპოვა და შესაბამისად, პირველი ბრაზილიელი, რომელიც მას იცავს.

ცნობისათვის, 37 წლის ჩარლზ ოლივეირას ანგარიშზე კარიერის განმავლობაში გამართული 48 ბრძოლიდან 37 გამარჯვება და 11 მარცხია. რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის, მსუბუქი წონის ამჟამინდელ ჩემპიონს „დუ ბრონქსი“ მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის 7 მაისს შეხვდა და საბმიშენით დაამარცხა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „იქნებოდა ჩხუბი, ეს რომ არ მომხდარიყო“ - ომალის საინტერესო შეკითხვა
    „იქნებოდა ჩხუბი, ეს რომ არ მომხდარიყო“ - ომალის საინტერესო შეკითხვა