ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„დიდი სიამოვნებით გავუშვებდი პენსიაზე“ - პედის მომდევნო მეტოქედ ილია სურს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ მეტოქედ ილია თოფურია სურს. როგორც „ბედიმ“ თქვა, დიდი სიამოვნებით გაუშვებდა ილიას „პენსიაზე“.

რას ამბობს პედი პიმბლეტი:

„სიმართლე გითხრათ, ამ წუთას წარმოდგენა არ მაქვს ვინ იქნება მომდევნო მეტოქე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე მცირე ტრავმა მქონდა, რის გამოც, გეგმები ამერია. ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ დეკემბერში მინდოდა ჩხუბი, მაგრამ ეს აშკარად აღარ გამოვა. ასე რომ, ვიმედოვნებ, აპრილში ვიჩხუბებ... მარტის ბოლოს ან აპრილში. ვფიქრობ, უფრო აპრილი იქნება. იმედია, UFC მაიამიში დაბრუნდება და ისევ იქ შევძლებ ბრძოლას.

ვისთან მინდა ჩხუბი? დივიზიონში ახლა ცოტა არეულობაა, რადგან ქამარი ჯასტინს აქვს, რომელმაც იანვარში დამამარცხა, მაგრამ არავინ იცის, რას აპირებს, როდის იჩხუბებს ან კარიერას ხომ არ ასრულებს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რას იზამს გეიჯი. რა თქმა უნდა, ყველას უნდა და მეც ძალიან მინდა, რომ ილიას ვეჩხუბო. სიამოვნებით გავუშვებდი პენსიაზე.“

გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ჯასტინ გეიჯი კარიერას დაასრულებს, დიდი შანსია, რომ 2027 წლის გაზაფხულზე სწორედ „ბედისა“ და „ელ მატადორის“ ჩხუბი ვიხილოთ. სხვა შემთხვევაში კი უდიდესი ალბათობით, გეიჯისა და თოფურიას რემატჩს ვიხილავთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ესპანელი ხარ, ქართველი თუ გერმანელი? ჩამოყალიბდი“ - პიმბლეტი თოფურიას
    „ესპანელი ხარ, ქართველი თუ გერმანელი? ჩამოყალიბდი“ - პიმბლეტი თოფურიას