უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

სასჯელი შემსუბუქებულია - უსმანი და მისი მეგობრები გათავისუფლდნენ

აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მის 7 თანმხლებ პირს სასჯელი შეუმსუბუქა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთა მოთხოვნის საფუძველზე, განაჩენი გადაიხედა და მსჯავრდებულთა ფულადი ჯარიმა 300 000-დან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.

„მხარეების ურთიერთშეთანხმებისა და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების არქონის გათვალისწინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას“.

ადგილობრივი გამოცემა The National News-ის ცნობით, უსმან ნურმაგომედოვმა და მისმა მეგობრებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად 8 მსჯარდებულს ადგილობრივმა სასამართლომ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 300 ათასი დირჰამის ოდენობით ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ილიას აბუ-დაბიში ჩამოსვლა სურდა“ - მერაბმა თოფურიას მხარდაჭერაზე ისაუბრა
    „ილიას აბუ-დაბიში ჩამოსვლა სურდა“ - მერაბმა თოფურიას მხარდაჭერაზე ისაუბრა