„UFC-ის სურვილები არ გვაინტერესებს“ - თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
ილია თოფურიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. თავად ქართველმა მებრძოლმა კი აღნიშნა, რომ დაბრუნებას უახლოეს მომავალში გეგმავს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და ვერც დაასახელებდა, რადგან პირველ რიგში სამედიცინო შტაბისგან სპარინგების ჩატარების ნებართვას ელოდება, რათა გეგმაზომიერი მზადება დაიწყოს. იგივე თემასთან დაკავშირებით, ილიას მწვრთნელს ხესუს გალოს შეკითხვა ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმს ალვარო კოლმენერომ დაუსვა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ილია თოფურიას მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს რას ამბობენ UFC-ის ხელმძღვანელები და რა სურთ მათ. ჩვენ ვიბრძოლებთ მაშინ, როდესაც საამისოდ ასი პროცენტით მზად ვიქნებით იმ ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად, რომელიც თოფურიას ეკუთვნის“.
ცნობისათვის, ილია თოფურია უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და ჩვენს ქვეყანაში გამართულ შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატსაც დაესწრო. 21 ნოემბერს კი, კატარის დედაქალაქ დოჰაში ილიას უფროსი ძმა ალექსანდრე თოფურია იბრძოლებს, რომლის მეტოქეც სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში სანტიაგო ლუნა იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს