ერთა ლიგის პლეიაუტი - საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B2 ჯგუფში ასპარეზობა 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა და, წინა გათამაშების მსგავსად, B ლიგაში დასარჩენად პლეი-აუტში თამაში მოუწევს.
მიმდინარე გათამაშების ფორმატის მიხედვით, B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგის ჯგუფების მეორე ადგილოსნებს შეხვდებიან.
B ლიგაში ბოლო ადგილზე საქართველოს ნაკრების გარდა ჩრდ. მაკედონია, ისრაელი და რუმინეთი გავიდნენ. ამ 4 გუნდის პოტენციური მეტოქეები კი ბელარუსი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები და ესტონეთი იქნებიან.
აქვე გეტყვით, რომ წილისყრა 20 ნოემბერს, პლეი-აუტის მატჩები კი 2027 წლის მარტში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს