აზაროვი სასტარტოშია | სამი ცვლილება და სვანაძის 11-ეული უკრაინასთან
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სლოვაკეთში, კოშიცეში გამართავს და უკრაინას დაუპირისპირდება.
უნგრეთთან შინ გამართული მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ სამი ცვლილება განახორციელა. სასტარტოს მიღმა ლაშა დვალი, ანზორ მექვაბიშვილი და წიტაიშვილი დარჩნენ. სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი, გიორგი ქოჩორაშვილი და ზურიკო დავითაშვილი მოხვდნენ.
გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, უნგრეთთან მატჩი ამ მიზეზის გამო გამოტოვა.
საქართველოს ნაკრების სასტარტო 11-ეული უკრაინასთან: მამარდაშვილი, კაკაბაძე (კ), ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, აზაროვი, კვერნაძე, გაგნიძე, მიქაუტაძე
სათადარიგოთა სკამზე შემდეგი მოთამაშეები სხედან: ყალიჩავა, გუგეშაშვილი, დვალი, მოისწრაფიშვილი, გაგუა, ზივზივაძე, მაისურაძე, მექვაბიშვილი, საზონოვი, ეგოიანი, გელაშვილი, ტაბიძე
უკრაინის სასტარტო 11-ეული: რიზნიკი, ზაბარნი, სარაპიი, მატვიენკო (კ), სინჩუკი, იარმოლიუკი, ნაზარინა, სუდაკოვი, მიკოლენკო, კასნოპირი, სიკანი
მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
მიმდინარე შეკრების დაწყებისას რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე ირაკლი აზაროვზე ვრცლად ისაუბრა.
„ირაკლი აზაროვი თამაშისთვის მზადაა, „შახტარში“ ტრავმის შემდეგ რამდენიმე მატჩში ითამაშა. ჩვენ ვნახეთ მისი თამაში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. აზაროვი ის ფეხბურთელია, რომლის კლასი საქართველოს ნაკრებს ყოველთვის სჭირდება — მე ამას ასე ვხედავ. ამიტომ, მან ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. ის ჩვენთან ერთადაა. შანსი დაიმსახურა და ამ შანსს მიიღებს.
ირაკლის ძალიან დიდი შეტევითი პოტენციალი აქვს და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მისი სათამაშო კლასი... ჩვენ გვქონდა პრობლემები პრესინგიდან ამოსვლისას. ამიტომ, ვთვლი რომ ასეთი ფეხბურთელი საჭიროა.
შეფასდება მისი მდგომარეობა. ახლო ინტერვალში ორი თამაში გვაქვს. ამიტომ, ვარჯიშები მჭირდება იმისთვის, რომ აზაროვის თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის მდგომაროება შევაფასო, რამდენად მზად არიან ორ მატჩში 90 წუთის განმავლობაში ინტენსიური თამაშისთვის“, — განაცხადა რამაზ სვანაძემ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს