შენგელიას 9 ქულა ევროლიგაზე - დუბაიმ ეფესს მოუგო
ევროლიგის მორიგ ტურში დუბაიმ ეფესს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 80:75 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი და 18 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 9 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი.
შენგელიამ მატჩის მიმდინარეობისას, 3-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და ერთი გამოუვიდა. 5-დან კი მხოლოდ ორი 2-ქულიანი ჩააგდო.
ოთხი მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი მეტოქის. ჯამში სამი პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, დუბაი ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, შენგელიას გუნდი მაკაბის დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს