„უნგრეთთან კარგად გამოიყურებოდნენ“ - უკრაინელი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე
გამოცდილმა უკრაინელმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა, რომელსაც არაერთ უკრაინულ კლუბში უმუშავია, 2010 წელს კი ეროვნულ ნაკრებს 4 მატჩში უხელმძღვანელა, ერთა ლიგაზე უკრაინა-საქართველოს შორის დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენს ნაკრებს გუნდურობა აკლია. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში ხასიათი და თავგანწირვა ვერ დავინახე. ახლა B ლიგა ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია. ბელარუსისა და ყაზახეთის დონემდე დაშვება არასასურველი იქნებოდა.
საქართველოსთან ფრე გვაწყობს? არ ვიცი, რა ვთქვა. მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. თუ ფრის იმედად ხარ, მაშინ წაგებისთვის უნდა მოემზადო.
კვარაცხლიას არყოფნა ჩვენთვის დიდი უპირატესობაა, მაგრამ მის გარეშეც საქართველოს ნაკრები უნგრეთთან მატჩში კარგად გამოიყურებოდა და მხოლოდ მატჩის ბოლოს გაუშვეს გოლი. მეტოქემ კარგად იცის, რომ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, ამიტომ ისინი მოტივირებულები იქნებიან. ამიტომ ჩვენმა ფეხბურთელებმაც უნდა გაიაზრონ, ამაზე ქვემოთ დაცემა შეუძლებელია“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩში სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს