მამუკელაშვილს მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა | ლეიკერსმა ჰორნეთსი ოვერტაიმში დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი საშინაო კედლებში „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში, ოვერტაიმში დაამარცხა — 118:114.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 23 წუთი და 2 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. სანდროს სროლები არ წაუვიდა, 8-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
„ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო ქუენთინ გრაიმსი იყო, რომელმაც 47 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუკა დონჩიჩს 36 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, კოლინ სექსტონმა კი 10 ქულა დააგროვა. „ჰორნეთსის“ მხრიდან 28 ქულით ბრენდონ მილერი გამოირჩა, ნაზ რიდმა კი 23 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა.
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 13 მოგება და 2 წაგება აქვს და ამ მხრივ NBA-ში საუკეთესო გუნდია. ლოსანჯელესელები დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრა 19 ნოემბერს, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ ელით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს