კუკურეია: “ამ მომენტისთვის რეალი პსჟ-ზე უკეთესი გუნდია“
„პარი სენ-ჟერმენი“ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთში დომინირებს. ლუის ენრიკეს გუნდი ნამდვილ ძალად იქცა და ევროპაში მეტოქეებს შიშის ზარს სცემს. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებით პარიზულმა კლუბმა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი ორიენტირის სტატუსი დაიმკვიდრა. ეს გამორჩეული მიღწევაა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
თუმცა „რეალის“ მარცხენა მცველ მარკ კუკურელიას მიაჩნია, რომ მისი გუნდი „პარი სენ-ჟერმენზე“ უკეთესია. ესპანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ გამოცემა El Partidazo de COPE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ამჟამად ვფიქრობ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი ვართ. შესანიშნავი პერიოდი გვაქვს და უკან არაერთი კარგი მატჩი მოვიტოვეთ. გუნდი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი“.
შემდეგ მას „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ ჰკითხეს:
„„პარი სენ-ჟერმენს“ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მათ მატჩებს არ ვუყურებ. არ მოგატყუებთ — „ბარსელონასთან“ შეხვედრაც არ მინახავს. ზოგადად, ბევრ ფეხბურთს არ ვუყურებ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ფეხბურთი არ მიყვარს. უბრალოდ, სხვა საქმეებიც მაქვს და შვილებთან დროის გატარებაც მინდა.
„პარი სენ-ჟერმენს“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ეს პროექტი უკვე მრავალი წელია ვითარდება. თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ „რეალ მადრიდი“ უკეთესი გუნდია“.
????️ Marc Cucurella, en el @partidazocope ???? "A día de hoy, el Real Madrid es el mejor equipo de Europa" ⚪️ "Venimos de una muy buena racha y el equipo está muy serio" ???? #PartidazoCOPE https://t.co/00mpvu4Jvo
— El Partidazo de COPE (@partidazocope) November 9, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს