ჩელსი
Aa
Aa

ჟოაუ პედროს ტრავმა Fantasy Premier League-მა გასცა - ჩელსიმ ზომები მიიღო

„ჩელსიმ“ ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ Fantasy Premier League-ში მონაწილეობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ESPN-ის წყაროების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჟოაუ პედროს ტრავმის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, კლუბის გარეთ მყოფმა პირებმა მისი გუნდიდან ამოღების საფუძველზე გამოიცნეს.

ბრაზილიელი შემტევი 24 ოქტომბერს, ტოტენჰემის წინააღმდეგ მატჩის განაცხადში მოულოდნელად არ გამოჩნდა.

„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბრაზილიელი ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. თუმცა Fantasy Premier League-ის რამდენიმე ცნობილმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ შენიშნეს, როგორ ამოიღეს მორგან როჯერსმა და „ჩელსის“ სხვა ფეხბურთელებმა ჟოაუ პედრო თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებიდან.

გასულ ზაფხულს პრემიერ ლიგის კლუბში მისვლის შემდეგ ალონსო ფეხბურთელების ტრავმებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს.

„ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა. ალონსომ კი უპასუხა:

„Fantasy გუნდების ამბებში ვერ ვერკვევი, ამიტომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“.

ESPN-ის წყაროების ცნობით, ამის შემდეგ მალევე „ჩელსის“ კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებს შეახსენეს, რომ Fantasy Premier League-ში მათი აქტივობა კლუბის გარეთ მყოფმა პირებმა შესაძლოა ფეხბურთელების ტრავმებისა თუ სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკური ცვლილებების ინდიკატორად აღიქვან.

ფეხბურთელებს ასევე შეახსენეს, რომ არ უნდა იმოქმედონ ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.

მსგავსი პრობლემის წინაშე პრემიერ ლიგის სხვა კლუბების ფეხბურთელებიც და თანამშრომლებიც აღმოჩნდნენ. Fantasy Premier League-ის ყურადღებიანმა მომხმარებლებმა უკვე გამოავლინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ანგარიში და მათი აქტივობის ინტერპრეტაცია დაიწყეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები