გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ევერტონში? - Football Insider-ი ქართველ ფორვარდზე წერს

„ევერტონი“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა Football Insider-ის ჟურნალისტი პიტ ო’რურკი წერს.

მისი ინფორმაციით, ლივერპულური კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეტევის გაძლიერებას შეეცდება, თუმცა ამ მხრივ პრობლემებს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ქმნის.

„ფრიდკინ ჯგუფს“ კლუბის გაყიდვა სურს და იანვარში ძვირადღირებულები ტრანსფერის დაფინანსებაზე უარს ამბობენ. „ევერტონში“ მიაჩნიათ, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი 33 მილიონი გირვანქა დაჯდება, რაც მთავარ დაბრკოლებად რჩება.

დევიდ მოიესი და მისი სამწვრთნელო შტაბი შეტევის გაძლიერებას ითხოვენ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში კლუბს უფრო ბიუჯეტური კანდიდატურების განხილვა მოუწევს.

თუ ხელმძღვანელობა 33 მილიონის გადახდაზე უარს იტყვის, არაა გამორიცხული, რომ მიქაუტაძე მერსისაიდულ კლუბს იჯარით შეუერთდეს, ან „ევერტონი“ და „ვილიარეალი“ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე შეთანხმდნენ“, - წერს პიტ ო’რურკი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 17 შეხვედრაში 5 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. Transfermarkt-ის მიხედვით, 26 წლის ფორვარდის საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მორიგი მეტოქეა, რომელსაც უნდა გადავუარო!“ - ალექსანდრემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა
    „მორიგი მეტოქეა, რომელსაც უნდა გადავუარო!“ - ალექსანდრემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა