კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი, ტიმ ჰოვარდი
Aa
Aa

„ხელიდან არ გაუშვათ, ის კრიშტიანუს გაუმკლავდა“ - ამერიკელებს მარტინესს ურჩევენ

მაურისიო პოჩეტინოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელვადიანი ცხოვრება და მუშაობა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ჰორიზონტზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და არგენტინელმა სპეციალისტმა ასეთ შეთავაზებაზე უარი ვეღარ თქვა. ახლა დღის წესრიგში მისი შემცვლელის მოძებნა და აშშ-ის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა დგას. ამ პოსტზე წარსულში ცნობილ ამერიკელ მეკარეს ტიმ ჰოვარდს საკუთარი ფავორიტი ჰყავს, რაზეც „ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მეკარემ საჯაროდ ისაუბრა.

ტიმ ჰოვარდი

აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს მივმართავ - არ გაუშვათ ხელიდან ამჟამად უმუშევრად მყოფი რობერტო მარტინესი. მას ყველაზე დიდი საფეხბურთო განათლება აქვს იმ მწვრთნელებს შორის, რომელთანაც მიმუშავია. რობერტო ორ კანდიდატს შორის მაინც უნდა მოიაზრებოდეს.

გახსოვთ, რა გააკეთა „უიგანთან“ ერთად? კლუბი, რომელსაც ფერმერების დაჯგუფებად მიიჩნევდნენ, ერთ შეხვედრაში საშუალოდ 500 პასს აკეთებდა და საბოლოოდ, ინგლისის ასოციაციის თასიც მოაგებინა.კი ბატონო, ამის შემდეგ მისი „უიგანი“ პრემიერლიგიდან დაქვეითდა, მაგრამ სამაგიეროდ, „ევერტონში“ მისულმა დევიდ მოიესის ფორმირებული კლუბის იდენტობა მთლიანად შეცვალა და ფეხბურთელები სხვა ტაქტიკაზე გადაიყვანა. 

გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ორ დიდი ქვეყნის ნაკრებს - ბელგიას, თავისი ოქროს თაობით და პორტუგალიას, სადაც კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობდა და თუ ვინმეს ამ უკანასკნელთან გამკლავება იოლი ჰქონია, პორტუგალიის ნაკრების ახლანდელ მწვრთნელს გაესაუბრეთ.

ცნობისათვის, კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ჟორჟე ჟეზუშთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. სანამ „ლუზიტანებს“ რობერტო მარტინესი ხელმძღვანელობდა კი, კრიშტიანუ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლებოდა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პორტუგალიის მარცხი გამიხარდა“ - რონალდუს დედა გაბრაზებულია
    „პორტუგალიის მარცხი გამიხარდა“ - რონალდუს დედა გაბრაზებულია