მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„სადაც მე გავიზარდე, ასე არ იქცევიან“ - ვოლკოვი უსმანი-მერაბის ინციდენტზე

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, ალექსანდრ ვოლკოვმა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის დროსაც უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მერაბ დვალიშვილს დაესხნენ თავს.

„მას შემდეგ, რაც უსმანმა მერაბს სილა გაარტყა, ეს ჩხუბში გადაიზარდა. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, ეს არ იყო ჭკვიანური საქციელი. ახლა ხალხმა ისინი [უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები] შეიძულა.

ამ კონფლიქტთან მე არაფერი მაკავშირებს და არ მინდა განსჯა, სწორად მოიქცა თუ არა უსმანი, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ ასე არ ვიქცევით.

მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც, თუ ჩხუბი გინდა, შეგიძლია სილა გაარტყა, ხოლო თუ პასუხს მიიღებ, შეგიძლია უთხრა - „აქ ბევრი კამერაა. თუ ჩხუბი გინდა, გავიდეთ და კამერების გარეშე ვიჩხუბოთ“.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანხმლები პირები მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასჯელი შეუმსუბუქეს: ბრალდებულები 150 000 დირჰამის გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ | ალჯომ აბუ-დაბის ინციდენტის დეტალები გაამხილა
    „ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ | ალჯომ აბუ-დაბის ინციდენტის დეტალები გაამხილა