მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - კავკასიამ ავსტრიაში წააგო
Aa
Aa

მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - კავკასიამ ავსტრიაში წააგო

დღეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა იასპარეზა - ევროპის ჩრდილოეთ ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი ავსტრიაში ადგილობრივ „კაფენბერგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 86:96 დამარცხდა. ბექა წივწივაძის მომზადებულმა გუნდმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მეოთხე პერიოდის დასაწყისშიც არაფერი იყო გადაწყვეტილი, თუმცა საბოლოოდ ავსტრიელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მაინც შეძლეს და გაიმარჯვეს.

„კსუ“-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი სანდრო სანაძე იყო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ სამიდან სამივე სამქულიანი, ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. 28 წუთში 18 ქულას, 6 მოხსნას, 1 ასისტს, 2 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი გიორგი ტურძილაძემ, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 23 წუთში საკუთარ აქტივში 12 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. 

ცნობისათვის, ოთხი თამაშის შემდეგ ერთი მოგებითა და სამი წაგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი A ჯგუფის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მერვე ადგილზეა. მომდევნო ტურში ბექა წივწივაძის მომზადებული კალათბურთელები სტუმრად ლატვიის „ლიეპაიასთან“ ითამაშებენ და შეხვედრა 9 დეკემბერს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საქართველოს ნაკრების შეკრება თბილისში დაიწყო | 5 ლეგიონერი გუნდს საბერძნეთში შეუერთდება
    საქართველოს ნაკრების შეკრება თბილისში დაიწყო | 5 ლეგიონერი გუნდს საბერძნეთში შეუერთდება