გოგა ბითაძე, ჯოელ ემბიდი, ლებრონ ჯეიმსი, ფრანც ვაგნერი
Aa
Aa

8 ქულა ვარსკვლავურ ფილადელფიასთან - ბითაძის კარგი მატჩი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ უმასპინძლა და 116:121 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა 19:32 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 8 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაეხმარა თანაგუნდელებს. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ორჯერ არაზუსტად ისროლა.

პაოლო ბანკეროს არყოფნაში „მეჯიქს“ ფრანც ვაგნერმა ულიდერა (27 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა). რაც შეეხება „სიქსერსს“, ჯოელ ემბიდს 26 ქულა ჰქონდა, ვიჯეი ეჯკომბს - 24, ლებრონ ჯეიმსს კი 22.

მატჩის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე „მეჯიქი“ 1 ქულას იგებდა (112:111), თუმცა მატჩის ბედი ეჯკომბისა და ანფერნი სიმონსის სამქულიანებმა გადაწყვიტა.

„ორლანდო“  6 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს სტუმრად „ბრუკლინის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - კავკასიამ ავსტრიაში წააგო
    მარცხი დაძაბულ ბრძოლაში - კავკასიამ ავსტრიაში წააგო