ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„როცა მტკიცებულებები შენი ნათესავების წინააღმდეგაა...“ - ხაბიბი ყურანს ციტირებს

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.

„არწივი“ ყურანის ერთ-ერთ მონაკვეთს ციტირებს, რომელშიც საუბარია სამართლიანობაზე და ნათესავების წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე. მისივე თქმით, ეს არის „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი გამონათქვამი“.

როგორც ხაბიბის მიერ მოყვანილ აიაშია აღნიშნული, მორწმუნე მუსლიმი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, მისი მშობლების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგაა, მაინც სამართლიანობის მხარეს უნდა დადგეს.

ხაბიბი საერთოდ არ ახსენებს მისი ბიძაშვილების, უმარ და უსმან ნურმაგომედოვის თავდასხმას მერაბ დვალიშვილზე, თუმცა ნათელია, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ეს პოსტი სწორედ ამ მოვლენებს ეძღვნება. 

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანხმლები პირები მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასჯელი შეუმსუბუქეს: ბრალდებულები 150 000 დირჰამის გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს იყო უსმანის ერთი ჟესტი, რომლითაც...“ - ველასკესის აზრი აბუ-დაბის დაპირისპირებაზე
    „ეს იყო უსმანის ერთი ჟესტი, რომლითაც...“ - ველასკესის აზრი აბუ-დაბის დაპირისპირებაზე