საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია | ნიონში წილისყრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების B2 ჯგუფში ასპარეზობა 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა და, წინა გათამაშების მსგავსად, B ლიგაში დასარჩენად ფლეი-აუტში თამაში მოუწევს. შვეიცარიის ქალაქ ნიონში წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე ფარერის კუნძულებია.

საქართველო - ფარერის კუნძულები

ფარერის კუნძულების გარდა ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელარუსი, კვიპროსიდა ესტონეთის ნაკრებები იყვნენ.

ფლეი-აუტის შეხვედრები 2027 წლის მარტში ჩატარდება.

შეგახსენებთ, B2 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 12 ქულით პირველზე გავიდა, უნგრეთმა 11 ქულა დააგროვა, უკრაინამ - 7 ქულა, საქართველომ - 2 ქულა. საქართველოს ნაკრებს გამარჯვება არ მოუპოვებია და ერთა ლიგაზე ერთადერთი ნაკრები იყო, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები