ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება კიტეიშვილი? - „შტურმის“ მთავარი მწვრთნელის კომენტარი

ავსტრიული გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა ოთარ კიტეიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ავსტრიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესში პროგრესირებს, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნება ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ინგოლიჩს კიტეიშვილის დაბრუნების სავარაუდო თარიღი არ დაუსახელებია. დიდი ალბათობით, ქართველი ნახევარმცველი ბუნდესლიგის მოახლოებულ ტურში, „ალტახთან“ (22 ნოემბერი) არ იქნება.

კიტეიშვილს ტრავმა მიმდინარე სეზონის დასაწყისშიც აწუხებდა და ინგოლიჩი მიზანმიმართულად მცირე სათამაშო დროს აძლევდა, რათა თავისი საკვანძო მოთამაშე სრულ დატვირთვას ფრთხილად დაბრუნებოდა, მთელი მატჩის ჩასატარებლად მზად არ იყო. სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას უნგრეთთან დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია.

აღნიშნულ სანაკრებო პაუზისას, უკრაინასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილმა თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა: „როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმა მქონდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი გამიცდა. შესაბამისად, სანაკრებო შეკრებამდე მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მომიწია და ეს მატჩები სასტარტო შემადგენლობიდან არ დამიწყია“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ასე გააგრძელე ლუკა | ხარატიშვილმა B გუნდში ზედიზედ მესამედ ითამაშა
    ასე გააგრძელე ლუკა | ხარატიშვილმა B გუნდში ზედიზედ მესამედ ითამაშა