ალექსანდრე თოფურია, სანტიაგო ლუნა
Aa
Aa

„კრივშიც და ჭიდაობაშიც, დომინანტი მე ვიქნები“ - ალექსანდრე თოფურიას მეტოქე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მექსიკელმა მებრძოლმა, სანტიაგო ლუნამ, რომელიც რამდენიმ დღეში ალექსანდრე თოფურიას დაუპირისპირდება, ჩხუბთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„კრივშიც და ჭიდაობაშიც, დომინანტი მე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ალექსანდრე დგომში ჩემს ძალასა და ზეწოლას იგრძნობს, ჭიდაობას დაიწყებს.

ვიყოთ რეალისტები - მას ჭიდაობა არ სურს, ამას თავს არიდებს, რათა არ დაიღალოს. ამისთვის მზად ვარ და მთელი 15 წუთის განმავლობაში ბრძოლის ნაადრევად დასრულების გზებს მოვძებნი.

არ ვიცი, რა გეგმა ექნება ალექსანდრეს, მაგრამ თუ ისინი დგომში ჩხუბსა და დარტყმების გაცვლას აპირებენ, ჩემს ზეწოლასთან გამკლავება მოუწევთ. ვნახოთ, ეს როგორ გამოუვათ“.

ცნობისთვის, ლუნას ანგარიშზე MMA-ში 8 მოგება და 1 მარცხია (2-1 UFC-ში). ბოლო ბრძოლა მან ივნისში ბრაის მიტჩელთან ჩაატარა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა - ეს მის კარიერაში ერთადერთი მარცხია.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, „ელ კონკისტადორის“ აქტივში 7 მოგება და 1 მარცხია. UFC-ში მან ორივე ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - 2025 წლის თებერვალში კოლბი თიქნესთან და 2025 წლის ნოემბერში ბეკზატ ალმახანთან.

აქვე გეტყვით, რომ თოფურია-ლუნას ჩხუბი კატარში 21 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვფიქრობ, ეს ილიასთვის გაცილებით უკეთესი იქნება...“ - ჯო როგანის რჩევა თოფურიას
    „ვფიქრობ, ეს ილიასთვის გაცილებით უკეთესი იქნება...“ - ჯო როგანის რჩევა თოფურიას