გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სევილიური დერბი და ხესუს დე მიგელი | ქოჩორაშვილის პრესკონფერენცია

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიას“ დერბი ელოდება და 21 ნოემბერს, „რამონ სანჩეს პისხუანზე“, „ბეტისს“ დაუპირისპირდება. ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა და „ვერდიბლანკოსთან“ მატჩსა და ტრაგიკულად დაღუპულ ხესუს დე მიგელზე ისაუბრა.

„სევილიურ დერბის ენთუზიაზმით ვხვდები. ენთუზიაზმი გაზრდის საშუალებას გაძლევს და ენდობი როგორც საკუთარ თავს, ისე თანაგუნდელებს. მნიშვნელოვანი მატჩისთვის სწორედ ასე ვემზადები. ჩემი თავის, თანაგუნდელებისა და გუნდის მჯერა და მაქსიმუმს გავაკეთებ.

„სევილიას“ დროშები საწვრთნელ ბაზაზე? ასეთი რამ პირველად ვნახე. როდესაც სავარჯიშო დარბაზისკენ მივდიოდი, სწორედ მაშინ შევამჩნიე. ეს გიჩენს შეგრძნებას, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გელოდება და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო.

სევილიურ დერბიში თამაში ჩემთვის რაღაც ახალია და მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ვიცი, რომ „ბეტისი“ ძალიან ძლიერი გუნდია. სატურნირო ცხრილში ჩვენზე მაღალ პოზიციას იკავებენ და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, მაგრამ საკუთარ კედლებში ვასპარეზობთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და მაქსიმუმი გავიღოთ.

რაც შეეხება ხესუს დე მიგელის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და დაკრძალვას, ძალიან რთული პერიოდი იყო — არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვის, მეუღლისთვისა და მეგობრებისთვის. ვიცი, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა ღირებულებები, რომლებიც ხესუს დე მიგელს ჰქონდა, სხვებს გადავცე. დე მიგელი თავმდაბალი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ის საკუთარ ღირებულებებს სხვებს ვეღარ გადასცემს და ეს მე უნდა გავაკეთო“.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ „სევილიას“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. სევილიური დერბი თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „როცა მტკიცებულებები შენი ნათესავების წინააღმდეგაა...“ - ხაბიბი ყურანს ციტირებს
    „როცა მტკიცებულებები შენი ნათესავების წინააღმდეგაა...“ - ხაბიბი ყურანს ციტირებს