ალექსანდრე თოფურია: „საკუთარ სახელს ვერ დაწერთ, ილიამ კი ასე 18 წუთზე მეტი იჩხუბა“
ალექსანდრე თოფურიამ AS-ს ინტერვიუ მისცა. „ელ კონკისტადორმა“ ილია თოფურიაზე ისაუბრა და „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე „ელ მატადორსა“ და ჯასტინ გეიჯის შორის გამართული ორთაბრძოლა გაიხსენა, რომელიც მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ გააჩერა.
„რთული მომენტი იყო. მარტივი ნამდვილად არაა, საკუთარი ძმა ამ მდგომარეობაში ნახო. რაც შეეხება ორთაბრძოლას, მისი გაჩერება რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ილიას სპარინგი რომ ჰქონოდა და მხოლოდ პირველი რაუნდი ყოფილიყო, სპარინგს გავაჩერებდი, რათა მისი თვალი შემემოწმებინა.
ყველაზე მეტად ილიას ფიზიკურ მდგომარეობაზე ვღელავდი. სხვა არაფერი მადარდებდა. მისი ამ მდგომარეობაში ხილვა ძალიან ძნელი იყო... ის ჩემი ძმაა და მისით და იმით, რასაც მიაღწია, ძალიან ვამაყობ. ვნახე, პირველ რაუნდში რა მოხდა და დიდი სიმამაცე გჭირდება, რათა ასე ოთხ რაუნდს იჩხუბო.
ხალხი ამბობს, რომ ილია დანებდა. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, რიგში ჩადგნენ და დამელაპარაკონ. მათთვის გამოცდა მაქვს, რომელიც არა ოქტაგონში, არამედ ოთახში ჩატარდება. თვალბუდის ძვალი მოტეხილი რომ გქონდეთ და კალამი მოგცეთ, რათა თქვენი სახელი დაწეროთ, არაფერი გამოგივათ, ილიამ კი ასე 18 წუთზე მეტი იჩხუბა და მეტოქის დაფინიშებასთან რამდენჯერმე იყო ახლოს. ჯასტინ გეიჯიმ გაიმარჯვა და ვულოცავ, მაგრამ ილიას მიღწევების გაკრიტიკება ამის გამო? აღარ მაინტერესებს. ყველაფერი ძალიან კარგადაა და, როგორც ხედავთ, ილია ბედნიერია“.
ცნობისთვის, თოფურიასა და ლუნას დაპირისპირება 21 ნოემბერს გაიმართება. მათი ჩხუბი თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება. ლუნა მექსიკელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან რვა მოგებული აქვს. მან სამჯერ ნოკაუტით მოიგო, ოთხჯერ — მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით (საბმიშენით), ხოლო ერთხელ — მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს