მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ბარბაროსული, ამაზრზენი ქმედება“ | ჰელვანიმ მერაბზე ისაუბრა და უსმანის გუნდი გააკრიტიკა

ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ალჯამეინ სტერლინგის კომენტარს გამოეხმაურა. „ალჯომ“ მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტზე ისაუბრა და გაამხილა დეტალი, რომელიც აქამდე უცნობი იყო.

სტერლინგის თქმით, ჩხუბის დასრულების შემდეგ, როდესაც კამერები გამორთული იყო, უმარ ნურმაგომედოვი მერაბთან მივიდა და სახეში მუშტი დაარტყა. როგორც ალჯამეინი ამბობს, უმარი დვალიშვილისკენ ისე გაემართა, თითქოს მდგომარეობის განმუხტვა უნდოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

„მეგონა, მერაბისა და უსმანის ჩხუბის ყველაზე ცუდი ნაწილი ნანახი გვქონდა, მაგრამ შემდეგ ალჯამეინ სტერლინგის კომენტარი წავიკითხე თუ რა მოხდა კამერების გათიშვის შემდეგ. გაოგნებული ვარ. თუ ეს სიმართლეა, არ მინდა, ამ ბიჭებისგან თავმდაბლობაზე ან სწორად ქცევაზე ნათქვამი ერთი სიტყვა მაინც გავიგო.

თუ მათ მერაბი მართლა შეიტყუეს ფრაზით: „მოდი, ხელი ჩამოვართვათ“ და სახეში ჩაარტყეს, შემდეგ კი საბა დაბლა დააწვინეს და თავში ურტყამდნენ, ეს ყველაზე ამაზრზენი, ბარბაროსული, საშინელი და მდაბიო საქციელია, რომელიც ერთი მებრძოლს მეორისთვის გაუკეთებია“.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტის შემდეგ აბუ-დაბის სასამართლომ 10 ადამიანი დააპატიმრა. მერაბი და საბა რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, უსმანსა და მის თანმხლებ პირებს კი 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა საბოლოოდ, ისინიც გაათავისუფლეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „როცა მტკიცებულებები შენი ნათესავების წინააღმდეგაა...“ - ხაბიბი ყურანს ციტირებს
    „როცა მტკიცებულებები შენი ნათესავების წინააღმდეგაა...“ - ხაბიბი ყურანს ციტირებს