„თუ ვინისიუსი ამ ასპექტს არ გააუმჯობესებს, მოურინიოს არჩევანის გაკეთება მოუწევს...“
„რეალის“ აღზრდილი ალვარო ბენიტო უშვებს იმ აზრს, რომ ჟოზე მოურინიო ვინისიუს ჟუნიორს სათამაშო დროს აღარ მისცემს, თუ ბრაზილიელი არ მოუმატებს.
„რეალობა ისეთია, რომ ვინისიუსის გარეშე „რეალი“ გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე მასთან ერთად. მის არყოფნაში გუნდმა თავისი საუკეთესო კოლექტიური ფორმა იპოვა. ეს უბრალოდ ვიღაცის აზრი არ არის, ეს უდავო ფაქტია. საკითხავი მხოლოდ ისაა, მზად არის თუ არა თავად ფეხბურთელი, დაადგეს იმ გზას, რომელიც სჭირდება. უკვე დიდი ხანია ერთსა და იმავეს ვიმეორებთ: საჭიროა უბურთოდ თამაშში მომატება.
ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელსაც ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, როგორითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის. მაშ როგორ ვერ უმკლავდება ის თავის დაცვით მოვალეობებს? ყველაფერი მხოლოდ სურვილზეა დამოკიდებული. თუ ეს სურვილი არ იქნება - ვინისიუსს ძალიან გაუჭირდება. რადგან გადამწყვეტ მომენტებში - როდესაც გუნდს „ბარსელონასთან“, „ბაიერნთან“, „ატლეტიკოსთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ ან „პსჟ-სთან“ მოუწევს მეტოქეობა, თუ ვინისიუსი არ მოუმატებს, მოურინიო არჩევანს გუნდის ინტერესების სასარგებლოდ გააკეთებს, ვინაიდან მისი მთავარი მიზანი გამარჯვებაა“,
- განაცხადა ბენიტომ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს