he Athletic: ჟეზუსი ფოქრობდა, რომ რონალდუს მისი ნაკრებიდან გაგდება სურდა
კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ჟორჟე ჟეზუშის გათავისუფლების საკითხი არ განუხილავს. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
„ალ-ნასრის“ 41 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ 5 ნოემბერს გამოაცხადა. სექტემბერში რონალდუმ თვითნებურად დატოვა ნაკრები მას შემდეგ, რაც ჟეზუშმა ის უეფას ერთა ლიგის მატჩში ნორვეგიის წინააღმდეგ მოედანზე არ შეუშვა. მოგვიანებით კრიშტიანუმ მწვრთნელი მისთვის მიცემული პირობის დარღვევაში საჯაროდ დაადანაშაულა. ამის შემდეგ რონალდუსა და ჟეზუშს ერთმანეთთან არ უსაუბრიათ და ფეხბურთელს მწვრთნელი ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ არ გაუფრთხილებია.
The Athletic-ის ინფორმაციით, ჟეზუშს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ რონალდუ ნაკრებში დაბრუნებისთვის მზად მხოლოდ მთავარი მწვრთნელის შეცვლის პირობით იყო. თუმცა კრიშტიანუს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციისგან ჟეზუშის დათხოვნა არ მოუთხოვია.
საბოლოოდ ყველაფერი უცნაურად დასრულდა, რადგან მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ, რონალდუს ნაკრებში აბრუნებდნენ, თუმცა ბოლოს კრიშტიანუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს