რას აპირებს სენტ-ეტიენი | ფრანგულ პრესაში დავითაშვილის მომავალი განიხილეს
„სენტ-ეტიენთან“ დაახლოებულმა გამოცემამ, En Vert et Contre Tous-მა, „მწვანეების“ სატრანსფერო პოლიტიკას სტატია მიუძღვნა. ავტორის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ზურიკო დავითაშვილის მომავალი იყო და, როგორც ირკვევა, „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელები ზამთარში მის გაშვებას არ გამორიცხავენ.
„„სენტ-ეტიენი“ არ აპირებს, სერიოზული ცვლილებები გაატაროს და მხოლოდ კონკრეტული პოზიციების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. კლუბის მიზანია, კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავდეს, თუმცა ხმაურიანი გარიგებების დადება გამორიცხული არ არის და სავარაუდო წამსვლელთა შორის სამი ვარიანტი გამოიკვეთა.
ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი მათგანია და ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას მისით უცხოური კლუბები იყვნენ დაინტერესებული. „სენტ-ეტიენის“ პოლიტიკა უცვლელია: ზურიკოს მსურველებს „მწვანეების“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, რათა ქართველი შემტევი გაიფორმონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დავითაშვილის გაშვება „სენტ-ეტიენისთვის“ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. თუმცა, თუ საკმარისი ოდენობის წინადადება მოვიდა, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს“, — წერს ფრანგული გამოცემა.
ცნობისთვის, „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის. 12 ტურის შემდეგ „მწვანეებს“ 28 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს