„ახალ კონტრაქტთან სულ უფრო ახლოსაა“ - ნიკოლო სკირა კვარაზე წერს
ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ინსაიდერი და ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და პარიზუ კლუბს შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმატებით მიიწევს წინ.
„ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო ახლოსაა პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ახალი შეთანხმება 2031 წლამდე იქნება გათვლილი, რის შემდეგაც მხარეებს ერთი წლით ურთიერთობის გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ.
ახალი კონტრაქტის მიხედვით ქართველი გარემარბის ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი პსჟ-სთან 2029 წლამდე არის გათვლილი. მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ პარიზული კლუბი ქართველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ეს ინფორმაცია მას შემდეგაც დადასტურდა, რაც ხვიჩამ მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია ჩაიტარა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს