თურქი ჟურნალისტი: „თუ ფენერბაჰჩე კვერნაძეს დაიყოლიებს...“
თურქმა ჟურნალისტმა ერჰან ალვეროღლუმ გადაცემა X Headline-ის ეთერში საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ფროზინონეს“ ქართველ შემტევზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, თურქული კლუბი მზადაა კვერნაძის სანაცვლოდ „ფროზინონეს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
„ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 10-12 მილიონი ევროა, ზაფხულში კი 4-მილიონიანი გამოსასყიდი ამოქმედდება.
მანამდე „ფროზინონე“ ცდილობს, ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელშიც უფრო მაღალი გამოსასყიდი გაიწერება, მაგრამ თუ „ფენერბაჰჩე“ ფეხბურთელს ტრანსფერზე დაიყოლიებს, ისინი მზად არიან, ზაფხულში 15 მილიონი გადაიხადონ“.
აქვე გეტყვით, რომ კვერნაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში 5 გოლი და 6 საგოლე პასია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს