ტონი მონტანას ციტატა გამოიყენა - უსმანის პირველი კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ
უსმან ნურმაგომედოვმა, რომელიც გასულ კვირას აბუ-დაბიში ხელისუფლებამ სასტუმროს ჰოლში მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ლაჩრული ინციდენტის გამო დააკავა, ამ სიტუაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საკულტო ფილმ „ნაიარევი სახის“ ციტატით უპასუხა.
შესაბამისი ვიდეო, საკუთარი ფოტოთი და ალ პაჩინოს პერსონაჟის გამონათქვამით, დაღესტნელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში განათავსა. სავარაუდოდ, პოსტის დადება ვერ გარისკა და მხოლოდ ინსტაგრამზე გასთორვით შემოიფარგლა.
„თქვენ გამბედაობა არ გყოფნით, იყოთ ის, ვინც გინდათ. თქვენ ჩემნაირები გჭირდებათ. იმისთვის გჭირდებათ, რომ თითი გამოიშვიროთ და თქვათ - აი, ის ცუდია! და მერე რა? თავად როგორები ხართ? კარგები? საეჭვოა. თქვენ უბრალოდ თვალთმაქცობა და ტყუილი გეხერხებათ. მე კი ასეთი ჩვევა არ მაქვს“.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტმა ოფიციალურად განაცხადა ექვსთვიანი პატიმრობის გაუქმების შესახებ, რომელიც დაღესტნური გუნდის ექვს წევრს ჰქონდა მისჯილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს