ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა | წინ ლუნასთან ბრძოლაა

UFC-ის მოახლოებული ღონისძიების წინ ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა. 30 წლის სპორტსმენი ოქტაგონზე სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება.

ალექსანდრემ, ისევე როგორც მისმა მეტოქემ, 61,7 კგ. დააფიქსირა. ორივე მებრძოლი დადგენილ ლიმიტში ჩაჯდა.

ცნობისთვის, თოფურიასა და ლუნას დაპირისპირება 21 ნოემბერს გაიმართება. მათი ჩხუბი თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება. ლუნა მექსიკელი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან რვა მოგებული აქვს. მან სამჯერ ნოკაუტით მოიგო, ოთხჯერ — მახრჩობელა/მტკივნეული ილეთით (საბმიშენით), ხოლო ერთხელ — მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, „ელ კონკისტადორის“ აქტივში 7 მოგება და 1 მარცხია. UFC-ში ორივე ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - 2025 წლის თებერვალში კოლბი თიქნესთან და 2025 წლის ნოემბერში ბეკზატ ალმახანთან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები