„მათ დარტყმებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი“ | საბა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ნინა მარი დანიელეს სტრიმის სტუმრები იყვნენ. საბამ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის დროსაც მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანხმლები პირები თავს დაესხნენ.
„UFC-ის ბავშვობიდან ვუყურებ და ყველა მათგანი ვიცოდი ვინ იყო. რამდენიმე მათგანის გულშემატკივარი ვიყავი, შემდეგ კი მათ პირადად შევხვდი და ყველაფერი შეიცვალა. ისინი ისეთები არ არიან, როგორიც ჩანან.
როდესაც დაბლა დამაგდეს, მაგარი ბიჭები იყვნენ, მაგრამ მაინც ძუკნებივით ურტყამდნენ. მათი დარტყმები საერთოდ არ იგრძნობოდა. გავერთეთ. მოულოდნელი ჩხუბი იყო, მაგრამ გავერთეთ“.
ცნობისთვის, აბუ-დაბის ინციდენტის შემდეგ საბა RAF-ზე გამოვიდა და ურაია ფეიბერს დაუპირისპირდა. ლაზიშვილმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 12:7 მოიგო და შეთავაზებების მოლოდინშია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს