ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

ჯეიკ პოლმა ხაბიბს ბრძოლის სანაცვლოდ 200 მილიონი შესთავაზა

მას შემდეგ, რაც პრომოუტერული კომპანია Most Valuable Promotions-ის მიერ ლიგა PFL-ის შთანთქმის შესახებ გახდა ცნობილი, ჯეიკ პოლმა განაცხადა, რომ შერეულ ორთაბრძოლებში ხაბიბ ნურმაგომედოვის დაბრუნება სურდა, დღეს კი ამერიკელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონთან მისი საუბარია ასახული.

„როდის დაბრუნდები? რას იტყვი 200 მილიონ დოლარზე?“

- ჰკითხა პოლმა დაღესტნელ მებრძოლს.

„რატომ უნდა დავბრუნდე? მხოლოდ ფულის გამო? ამაში არანარი მოტივაცია არ არის“,

- უპასუხა ხაბიბმა.

„დაბრუნების მიზეზი არსებობს. და საქმე ფულში არ არის. ჩვენ ვაპირებთ სამუდამოდ შევცვალოთ MMA და მებრძოლებისთვის ცხოვრების უკეთესი პირობები შევქმნათ. არ ვიცი, რა საკონტრაქტო ვალდებულებები გაქვს UFC-ის წინაშე, მაგრამ ჩვენთან რომ გეჩხუბა, ეს მთელ სპორტს სამუდამოდ შეცვლიდა“,

- დაამატა ამერიკელმა.

მიუხედავად ამისა, ნურმაგომედოვმა მიანიშნა, რომ ეს წინადადება არ აინტერესებს.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოლო ბრძოლა 2020 წლის ოქტომბერში გამართა, სადაც გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში ამერიკელი ჯასტინ გეიჯი სამკუთხა მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, რის შემდეგაც პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები