ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატი - ცნობილია საქართველოს შემადგენლობა
19-22 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში დაახლოებით 600 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, 22 ნოემბერს კი შერეული გუნდური ტურნირი გაიმართება.
მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 16 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი — ცხრა ვაჟითა და შვიდი გოგონათი.
ვაჟთა ნაკრები სამ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენლით იასპარეზებს: 66, 90 და 100 კგ-ში. ყველაზე მძიმე, +100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
- 60 კგ – ლუკა ომანაძე;
- 66 კგ – თორნიკე გიგაური, საბა საბაშვილი;
- 73 კგ – გიგი გიუნაშვილი;
- 81 კგ – გიორგი მუმლაძე;
- 90 კგ – ირაკლი ქავთარაშვილი, ლუკა თევდორაძე;
- 100 კგ – ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი.
გოგონები:
- 48 კგ – თამარ გიგოლაევი;
- 52 კგ – ნინო თათრიშვილი;
- 57 კგ – ნინო ხარაიშვილი;
- 63 კგ – ნანა გულბიანი, მარიამ ნათელაური;
- 70 კგ – ქეთი რობაქიძე;
- 78 კგ – ბარბარე გელაშვილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს