მერაბ დვალიშვილი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„სწორედ მასთან ვიჩხუბებ“ - დვალიშვილმა მისი მომდევნო მეტოქე დაასახელა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მზადაა უახლოეს მომავალში ოქტაგონს დაუბრუნდეს და დივიზიონის მეტა-რეიტინგის მეორე ნომერთან, სონგ იადონგთან ბრძოლა გამართოს.

„ვფიქრობ, სონგ იადონგს უნდა ვეჩხუბო, ჩემი მომდევნო მეტოქე ის იქნება, რადგან სატიტულო ბრძოლას ახლა არ მომცემენ. შონ ო’მალი ქამრისთვის იბრძოლებს, მე კი სონგს უნდა შევხვდე. მზად ვარ, საბრძოლველად ნებისმიერ დროს გავიდე“,

- განაცხადა დვალიშვილმა ნინა დრამასთან ინტერვიუში, Power Slap-ის ტურნირზე მისი სტრიმის დროს.

ქართველმა მებრძოლმა ასევე არ გამორიცხა, რომ ოქტაგონს კვლავ გაიყოფს დივიზიონის მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანთან, რომელთანაც გასულ თვეში ტრილოგიის დასკვნით ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

„ვფიქრობ, ხალხისთვის საინტერესო იქნება ჩვენი ბრძოლის ხელახლა ნახვა. შემიძლია გავიმარჯვო, მაშინ ანგარიში 2-2 გახდება და კვლავ გავთანაბრდებით“,

- დაამატა დვალიშვილმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები