გიორგი მიქაუტაძე, ინიგო პერესი
Aa
Aa

„მიქაუტაძეს უნდა დავეხმაროთ“ | ინიგო პერესმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მომდევნო გაჩერება „ბარსელონაა“ და „ბლაუგრანასთან“ დაპირისპირებამდე პერესს გიორგი მიქაუტაძის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

„ვფიქრობ, გიორგი მიქაუტაძის ინდივიდუალური მდგომარეობა და ის, რაც მის თავს ხდება, გარკვეულწილად ჰგავს იმას, რა ვითარებაც გუნდშია შექმნილი. ეს ნათელი მაგალითი და პარალელია: ყველანი ვხედავთ რაღაცას „ვილიარეალში“ და ყველანი ვხედავთ რაღაც განსაკუთრებულს მიქაუტაძეში, რაც რეალურია, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ გამოვლენილა.

იმედი მაქვს, როდესაც ეს ფეხბურთელები გოლების გატანას დაუბრუნდებიან და ითამაშებენ იმ დონეზე, რომელზეც რეალურად არიან და რაც უკვე ვნახეთ და დაამტკიცეს, გუნდიც იზეიმებს, კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება და დავიკავებთ იმ ადგილს, სადაც უნდა ვიყოთ.

სპეკულაციები არ მიყვარს და ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, მიქაუტაძის დახმარებაა, რათა ამ დონეს მიაღწიოს. თუ მისი ოცნება დიდ გუნდში თამაშია, მაშინ მან ეს უნდა აიხდინოს და ყველამ ერთად ვიზეიმოთ — მას შემდეგ, რაც ის წარმატებას „ვილიარეალში“ მიაღწევს“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | CIES-ის რეიტინგში მამარდაშვილიც მოხვდა
    ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | CIES-ის რეიტინგში მამარდაშვილიც მოხვდა