„ეს რაღაა? რაზე ლაპარაკობთ?“ | გატუზომ GTA VI-ის შესახებ არაფერი იცის
პოპულარული ვიდეოთამაში, GTA VI ოფიციალურად გამოვიდა და ბოლო დღეებია, მთელი მსოფლიო მასზე საუბრობს. „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს პრესკონფერენციაზე სწორედ ამ ვიდეოთამაშის შესახებ ჰკითხეს, თუმცა იტალიელ სპეციალისტს წარმოდგენა არ ჰქონდა, საუბარი რაზე იყო და რას ეკითხებოდნენ.
შეკითხვა: „ნერვიულობთ თუ არა იმაზე, რომ რომელიმე ფეხბურთელმა შესაძლოა, GTA 6 გვიანობამდე ითამაშოს. დელე-ბაშირუმ თქვა, რომ “.
„ეს რაღააა? დელე-ბაშირუს ბრალი იქნება თუ გვიანობამდე Playstation-ს ითმაშებს. არც კი ვიცი, რაზე ლაპარაკობთ ან რა ვიდეოთამაშზეა საუბარი. თუმცა, პრობლემებს არ ვქმნი. პროფესიონალი ფეხბურთელი თუ ხარ, საკუთარ საქმიანობას პატივს უნდა სცემდე და სიმართლე გითხრათ, არასდროს მივალ ფეხბურთელთან და ვკითხავ, GTA ითამაშა თუ არა ან რომელ საათზე დაიძინა“.
ცნობისთვის, გატუზოს „ლაციო“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და 11 ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „არწივებს“ 29 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან „ინტერს“ ერთი ქულით უსწრებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს