რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„ყველა მეტოქე დასაფასებელია“ | რამაზ სვანაძის კომენტარი ფარერის კუნძულების ნაკრებზე

20 ნოემბერს, ნიონში, უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. 

მარტის პლეი-ოფის მატჩებში საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. B/C ლიგის პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება. 

პირველ შეხვედრა ფარერის კუნძულებზე 27 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს საქართველო 30 მარტს უმასპინძლებს. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებს. 

რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „თანამედროვე ფეხბურთში ყველა მეტოქე დასაფასებელია. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა, ჩვენი მიზანი უცვლელია - კვლავ B დივიზიონში თამაში. ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თავად ვიყოთ სათანადო მდგომარეობაში და შესაბამისად მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ პლეი ოფის რთულ თამაშებს". 

ცნობისთვის, მატჩის დაწყების ზუსტი დრო ჯერ გარკვეული არ არის. 6 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარი მეტოქეების ვინაობას გაიგებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ახალ კონტრაქტთან სულ უფრო ახლოსაა“ - ნიკოლო სკირა კვარაზე წერს
    „ახალ კონტრაქტთან სულ უფრო ახლოსაა“ - ნიკოლო სკირა კვარაზე წერს