ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | CIES-ის რეიტინგში მამარდაშვილიც მოხვდა
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საკუთარ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
პირველ ადგილზე „ბარსელონას“ მეკარე ჟოან გარსიაა, რომელსაც CIES-ი 80.6 მილიონ ევროდ აფასებს. მეორე ადგილზე „სიტის“ იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაა (79.9 მლნ ევრო), მესამეზე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე სენე ლამენსი (64.2 მლნ ევრო). პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ზიონ სუძუკი (ასტონ ვილა, 59.5 მლნ ევრო) და ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი, 57.9 მლნ ევრო)
რაც შეეხება მამარდაშვილს, ის რეიტინგის 33-ე პოზიციაზეა. CIES-ის შეფასებით, ქართველი მეკარის საბაზრო ღირებულება 28.1 მილიონი ევროა.
რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა ბრუგმანსია (32-ე ადგილი, 28.3 მლნ ევრო, გენკი).
რეიტინგის შედგენისას მხედველობაში მიღებულია ისეთი პარამეტრები, როგორიცაა კონტრაქტის ხანგრძლივობა, ასაკი, სპორტული შედეგები, სათამაშო დრო კლუბსა და ნაკრებში და ა.შ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს