„ცოტაოდენი დამცირება“ - უმარის პირველი კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი ჩხუბის შემდეგ პირველი პოსტი გამოაქვეყნა (ინსტაგრამზე გასთორა).
უმარი ისლამისტი თეოლოგის, ვაკი იბნ ალ-ჯარაჰის ციტირებას ახდენს.
„ცოტაოდენი შიმშილი, ცოტაოდენი სიცივე, ცოტაოდენი დამცირება, ცოტაოდენი სიღარიბე, ცოტაოდენი მოთმინება - და გაივლის შენი დღეები ამ სამყაროში",
- დაწერა ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი მის გუნდელებთან ერთად, სამარცხვინო და მხდალ ჩხუბში მონაწილეობდა, რომელიც მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამის შემდეგ პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, რომელთაგან 8-ს პატიმრობა მიესაჯა. საბოლოოდ, 17 ნოემბერს ჩხუბის ყველა მონაწილე გაათავისუფლეს.
უმარის პოსტამდე დღეს პირველი კომენტარი უსმან ნურმაგომედოვმაც გააკეთა, რომელმაც ფილმიდან „ნაიარევი სახე“, ტონი მონტანას ციტატა გამოიყენა.
„თქვენ გამბედაობა არ გყოფნით, იყოთ ის, ვინც გინდათ. თქვენ ჩემნაირები გჭირდებათ. იმისთვის გჭირდებათ, რომ თითი გამოიშვიროთ და თქვათ - აი, ის ცუდია! და მერე რა? თავად როგორები ხართ? კარგები? საეჭვოა. თქვენ უბრალოდ თვალთმაქცობა და ტყუილი გეხერხებათ. მე კი ასეთი ჩვევა არ მაქვს“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს