რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ერთა ლიგის პლეიოფი | საქართველოს ნაკრების შანსები სუპერკომპიუტერის მიხედვით

20 ნოემბერს ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ლიგაში დასარჩენად ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნები“ პირველ შეხვედრას 27 მარტს სტუმრად გამართავენ, 30-ში კი საშინაო კედლებში ითამაშებენ.

პლეიოფის წილისყრის შემდეგ Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა. ცნობილი სტატისტიკური პორტალის მიხედვით, რამაზ სვანაძის გუნდი ფავორიტია და ფარერის კუნძულების დამარცხების 73-პროცენტიანი შანსი აქვს.

Football Meets Data-ს მსგავს პროგნოზს აკეთებს Football Rankings-იც. მისი სუპერკომპიუტერის ვარაუდით, „ჯვაროსნებს“ B ლიგაში დარჩენის 70-პროცენტიანი შანსი აქვთ.

მარტში გასამართ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: „თანამედროვე ფეხბურთში ყველა მეტოქე დასაფასებელია. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა, ჩვენი მიზანი უცვლელია — კვლავ B დივიზიონში თამაში. ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თავად ვიყოთ სათანადო მდგომარეობაში და, შესაბამისად, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ პლეი-ოფის რთულ თამაშებს“.

ცნობისთვის, ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრის შემდეგ კიდევ ერთ ღონისძიებას ველოდებით. 6 დეკემბერს ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და „ჯვაროსნების“ მეტოქეების ვინაობა გაირკვევა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ღმერთი აპატიებთ, მე არ ვაპატიებ“ | მერაბმა ფანების შეკითხვებს უპასუხა
    „ღმერთი აპატიებთ, მე არ ვაპატიებ“ | მერაბმა ფანების შეკითხვებს უპასუხა