თემურ ქეცბაია, ოთო გოშაძე, დირკ შუსტერი, ჰალიდ დოლტმურზიევი
Aa
Aa

გოშაძის სუპერმატჩი და ნინუას გაცუდებული პენალტი - ფრე ქართულ დერბიში

„დინამო არენაზე“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი შედგა - თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედოს“ დაუზავდა.

ანგარიში მე-8 წუთზე შორეული დარტყმით დინო სკორუპმა გახსნა. პირველ ტაიმში „დინამოს“ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ყოველ ჯერზე დამაჯერებლად თამაშობდა ქუთაისელთა მეკარე ოთო გოშაძე.

მეორე ტაიმში თემურ ქეცბაიამ ცვლილებების ხარჯზე შეტევა გააძლიერა და თამაშში ჯერ გიორგი ხარაიშვილი, შემდეგ კი ჰალიდ დოლტმურზიევი ჩართო. 72-ე წუთზე ბარნს ოსეის გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა: მისი დარტყმა „ტორპედოს“ კარის ხარიხას მოხვდა.

76-ე წუთზე დოლტმურზიევმა წონასწორობა აღადგინა, ოთხ წუთში კი „ტორპედოს“ კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, თუმცა გოშაძემ ნიკა ნინუას კუთხე გამოუცნო, დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1.

დღესვე „მეშახტემ“ სტუმრად „სპაერს“ მოუგო, „დილამ“ კი „გაგრას“ - ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 3:2 დასრულდა.

ხვალ „სამგურალი“ „იბერია 1999“-ს მიიღებს, ბათუმის „დინამო“ კი „რუსთავს“ უმასპინძლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მიქაუტაძეს უნდა დავეხმაროთ“ | ინიგო პერესმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
    „მიქაუტაძეს უნდა დავეხმაროთ“ | ინიგო პერესმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა