მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ღმერთი აპატიებთ, მე არ ვაპატიებ“ | მერაბმა ფანების შეკითხვებს უპასუხა

მერაბ დვალიშვილი კატარში იმყოფება, სადაც ალექსანდრე თოფურიას ორთაბრძოლას უნდა დაესწროს. დოჰაში ჩანიშნულ ღონისძიებამდე „მანქანამ“ გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და ბევრ თემაზე ისაუბრა.

უსმან ნურმაგომედოვთან შესაძლო ჩხუბი

„არასდროს თქვა არასდროს. ვნახოთ, რა მოხდება“.

მომდევნო მეტოქე და რამდენი წელი აპირებს კიდევ ჩხუბს

„ჩემი მომდევნო მეტოქე, სავარაუდოდ, სონგ იადონგი იქნება. ვფიქრობ, ასე მოხდება. მას და პიოტრ იანს ახლო ჩხუბი ჰქონდათ და იანმა გაიმარჯვა. სამაგიეროდ, შონ ომალიმ ასევე ახლო ჩხუბში იანი დაამარცხა და ვფიქრობ, UFC რემატჩის გამართვას მოისურვებს. რაც შეეხება შეკითხვას, მინდა, კიდევ 14 წელი ვიჩხუბო“.

საბა ლაზიშვილი

„საბას გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ის საქართველოში და ყველა კარგი ადამიანისთვის გმირია. ის ნამდვილი მეგობარია და, როდესაც საქართველოში დავბრუნდებით, MMA-ში ვარჯიშს დაიწყებს. დარწმუნებული ვარ, ამ სპორტში წარმატებული იქნება“.

თბილისში მომხდარ ინციდენტზე

„RAF-ის ღონისძიებაზე ვიყავი. ჩემთვის ვიყავი, როდესაც ვიღაც მოვიდა, ხელი მომკიდა და თავისკენ გამწია. მიყვიროდა და ერთადერთი სიტყვა, რაც გავიგე, უმარის სახელი იყო. გამიშვა და რამდენიმე წამი დამჭირდა, რათა მივმხვდარიყავი, რომ ვიღაცამ ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა და ჩემი პროვოცირება სცადა. როდესაც მოგვიანებით ვიდეო ვნახე, საკუთარი თავით ამაყი ნამდვილად არ ვყოფილვარ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ და მქონდა ის რეაქცია, რაც მქონდა. ამ სიტუაციაში მართალი ვიყავი და ყველა კაცს იგივე რეაქცია ექნებოდა“.

ალექსანდრე თოფურია

„ალექსანდრე თოფურიას აქვს პოტენციალი, რომ ჩემპიონი გახდეს. დარწმუნებული ვარ, ის ტიტულს დაისაკუთრებს“.

უმარი vs მერაბი და უსმანი vs ილია

„არ მგონია, ეს ჩხუბები UFC-ში გაიმართოს, თუმცა შესაძლოა, ორგანიზაციის მიღმა ვიჩხუბოთ. ღმერთი აპატიებთ, მე არ ვაპატიებ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ახალ კონტრაქტთან სულ უფრო ახლოსაა“ - ნიკოლო სკირა კვარაზე წერს
    „ახალ კონტრაქტთან სულ უფრო ახლოსაა“ - ნიკოლო სკირა კვარაზე წერს