გოგა ბითაძე
Aa
Aa

100-პროცენტიანი ბითაძე - ორლანდომ ბრუკლინს მოუგო

„ორლანდოს“ NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში გამარჯვების მოსაპოვებლად უმძიმესი ორთაბრძოლის გადატანა მოუხდა და დაძაბულ შეხვედრაში „ბრუკლინი“ ორქულიანი სხვაობით, 113:111 დაამარცხა. ფლორიდის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს ამჯერადაც ნაკლები სათამაშო დრო მისცა, თუმცა ქართველი კალათბურთელის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელის მიუხედავად, მისმა ყველა სროლამ მიზანს უწია.

ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 15 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. როგორც უკვე მოგახსენეთ, გოგამ ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა და ორიდან ორი ორქულიანი ჩააგდო. „მეჯიქის“ ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობის დროს შეასრულა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, თხუთმეტი მატჩის შემდეგ შვიდი მოგებითა და რვა წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს, რომელიც 23 ნოემბერს, საქართველოს დროით 04:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქართული დერბი ევროლიგაზე - შენგელიამ ბოლდუინი დაამარცხა
    ქართული დერბი ევროლიგაზე - შენგელიამ ბოლდუინი დაამარცხა