კიოლნი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

90 წუთი ალიანც არენაზე და ფრე ბაიერნთან - ლოჩოშვილის კარგი მატჩი

გერმანიის ბუნდესლიგის მეათე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრა და „ალიანც არენაზე“ ჩემპიონატის ლიდერთან ქულის აღება მოახერხა.

ზედიზედ სამ მატჩში (ერთი თასზე და ორი ბუნდესლიგაში) ლოჩოშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ამჯერად კი რენე ვაგნერმა ქართველი მცველი ძირითადში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა.

ლოჩოშვილმა Sofascore-ისგან 7.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 4-დან 2 წარმატებული ვარდნა, 3 ჩაჭრა, 4 ამოტანა, 5-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 66 შეხება ბურთთან, 51-დან 43 ზუსტი პასი (84%), 2 ზუსტი გრძელი პასი და 8 დაკარგული ბურთი.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მე-12 წუთზე „კიოლნმა“ მაიკლ ოლისეს არაზუსტი პასით ისარგებლა, სწრაფ კონტრშეტევაში გაიქცა, საიდ ელ მალამ ქუსლით მაიკი მური მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ინგლისელმა კი იონას ურბიგი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. მე-20 წუთზე ტრავმის გამო მოედანი ჰარი კეინმა დატოვა, 37-ე წუთზე კი ნათანიელ ბრაუნმა წონასწორობა აღადგინა - საგოლე პასი კეინის ნაცვლად გამოსული ტომ ბიშოფის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში „ბაიერნს“ ტრავმის გამო მაიკლ ოლისეც გამოაკლდა, თუმცა როგორც მისი, ისე კეინის დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. ვენსან კომპანის გუნდმა მეორე ტაიმში „კიოლნის“ კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, მაგრამ გამარჯვების გოლის გატანა ვერ შეძლო, სტუმრებმა კი ძალიან კარგი შესაძლებლობა ხელიდან 82-ე წუთზე გაუშვეს, როცა საიდ ელ მალამ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.

10 ტურის შემდეგ „კიოლნს“ 10 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ლოჩოშვილის გუნდი 28 ნოემბერს „ელვერსბერგს“ მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გაიტანა, აქტიურობდა და მომენტები ჰქონდა | ბუდუს ჰაიდენჰაიმის მარცხი დარმშტადტთან
    გაიტანა, აქტიურობდა და მომენტები ჰქონდა | ბუდუს ჰაიდენჰაიმის მარცხი დარმშტადტთან