ჟოზე მოურინიო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“რეალობა გაცილებით რთულია“ - ჟოზე სელტასთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა სელტას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.

კარლოს ესპი და მბაპე ერთად:

„ამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში სწრაფი შეტევის დროს ვინმეს გაჩერება მომიწევს. ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაში ნიშნავს, რომ ფლანგის მოთამაშეები საშუალებას არ გვაძლევენ, სუფთა 4-4-2 სქემით ვითამაშოთ. ნახევარდაცვაში ფეხბურთელების ნაკლებობის გამო კუკურეია უკან იხევს და დაცვაში ჩავი რუედას მეურვეობს. ეს იმაზე რთულია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. გულშემატკივრებისთვის და თქვენთვის ეს უფრო მარტივად გამოიყურება, მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია.

დღევანდელ მატჩში დასრულებამდე 15 წუთით ადრე რომ გაგვეტანა გოლი, არ მგონია, საბოლოოდ მოგვეგო. გამოცდილი ფეხბურთელების დახმარებით, რომლებიც ბურთს იჭერენ ან საჭირო დროს ჯარიმას იღებენ, თამაშს უფრო ინერციით ვაკონტროლებთ, ვიდრე მოედანზე სტაბილურობით. ჩემი აზრით, სუფთა 4-4-2 სქემაში ფლანგის მოთამაშეები დაცვითი ფუნქციების შესასრულებლად ცენტრისკენ უნდა იწევდნენ“.

ახალგაზრდა ფეხბურთელის საფეხბურთო მამა:

„კარლოს ესპის განვითარებაში „ლევანტეს“ მწვრთნელს ჩემზე მეტი წვლილი მიუძღვის. ის ფეხბურთელს განვითარებაში დაეხმარა და როდესაც თავდამსხმელი დაგვჭირდა, მისი კანდიდატურა რომ განვიხილეთ, არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერეთ. მთავარი დამსახურება იმ მწვრთნელს ეკუთვნის და არა მე.

მე მხოლოდ ვცდილობ, ცოტათი კიდევ დავეხმარო განვითარებაში და მოტივაცია მივცე ისეთი როლისთვის, რომელიც მარტივი არ არის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გრძნობ, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდები, ხოლო მოედანზე შესვლისას ყოველთვის რთულ სიტუაციებში გიწევს თამაში. ამაში ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის“.

კურტუაზე:

ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ოქროს ბურთი მხოლოდ იაშინს აქვს მოგებული. ადამიანები უფრო მეტად შემტევ ფეხბურთელებს აფასებენ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კურტუა უკვე წლებია მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 9 მოგება დაუგროვდა. შემდეგ მატჩს, სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში პსვ-ს წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები