წიტაიშვილმა 61 წუთი ითამაშა - რაიომ ვალენსიასთან წააგო
ლა ლიგის მე-13 ტურში გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ მიიღო და ___
წიტაიშვილი ვალეკასური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მარცხენა მცველის პოზიციაზე 61 წუთი ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი ძირითადად დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე იყო კონცენტრირებული, მოედნიდან გასვლამდე კი სახიფათოდ ჩაერთო შეტევაში და მეტოქეს წესები დაარღვევინა. ამ ეპიზოდში წიტაიშვილი ახლოს იყო პენალტის გამომუშავებასთან, თუმცა წესების დარღვევა საჯარიმოს ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა.
Sofascore-მა წიტაიშვილის თამაშ 6.7 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 38 შეხება ბურთთან, 4 არაზუსტი ჩაწოდება, 22-დან 19 ზუსტი პასი (86%), 5-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ვარდნა და 5-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა.
ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე თავური დარტყმით ხოსე კოპეტემ გაიტანა.
12 ტურის შემდეგ „რაიოს“ 12 ქულა აქვს. მომდევნო ტურში წიტაიშვილის გუნდი 28 ნოემბერს „ბეტისს“ ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს