კეინის ტრავმა მძიმე გამოდგა - ინგლისელი 3 თვეს გამოტოვებს
ბუნდესლიგის მე-10 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა” ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნს” უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. „რეკორდმაისტერმა” მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა, თუმცა გაცილებით მძიმე ჰარი კეინის დაკარგვა იყო.
Sky Sport Deutschland-ის ცნობით, ჰარი კეინი მოედანს მხოლოდ 2027 წელს დაუბრუნდება. ინგლისელმა თავდამსხმელმა დაზიანება პირველ ტაიმში მიიღო. თამაშის შემდეგ მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ განაცხადა, რომ ინგლისელი რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა დააზუსტა, რომ გუნდის საუკეთესო ბომბარდირს სინდესმოზის გაწყვეტა აქვს - იოგების, რომლებიც წვივის ქვედა ნაწილში დიდი წვივისა და მცირე წვივის ძვლებს აკავშირებს.
Sky Sport Deutschland-მა გაარკვია, რომ კეინი დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს. ჰარი მოედანს სავარაუდოდ თებერვალში დაუბრუნდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს