ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი: კლუბის მართის წართმევა უნდოდათ, ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობდა

„რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მადრიდული კლუბის წევრთა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ ვიცით, რომ სპორტში მუდმივი გამარჯვებების გარანტიას ვერავინ მოგვცემს და რომ თვითკრიტიკით უნდა დავკავდეთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედეგები მოლოდინს არ ამართლებს და იმედგაცრუებას იწვევს. მაგრამ ამან არ უნდა დააკნინოს ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ. ჩვენ ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი გამოვიარეთ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის, რომელსაც სიამაყითა და პასუხისმგებლობით ვიღებ. ჩემთვის ეს ჩვენი პროექტის მხარდაჭერაა. ჩატარებულმა არჩევნებმა კვლავ აჩვენა ჩვენი ორგანიზაციის სიძლიერე და ის პრინციპები, რომლებიც ერთ დიდ ოჯახად გვაერთიანებს.

„რეალი“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სპორტული ორგანიზაციაა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი კლუბი, რომლის მფლობელებიც იყავით და ყოველთვის იქნებით თქვენ, მისი წევრები. ეს ჩვენი უცვლელი ვალდებულებაა.

მრავალი თვის განმავლობაში ქვეყნდებოდა აბსოლუტურად ცრუ ამბები, ვრცელდებოდა ისტორიები იმის შესახებ, თითქოს მადრიდისტები გახლეჩილები არიან. მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ბოლო თვეებში ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ყველა ზღვარს გადააბიჯა.

ეს იყო ორგანიზებული კამპანია, რომლის მიზანიც კლუბზე კონტროლის ხელში ჩაგდება გახლდათ. და პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლებოდა ყოფილიყო - ხმის უფლების დაბრუნება „რეალის“ მფლობელებისთვის, მისი წევრებისთვის. სანამ პრეზიდენტი ვარ, არასდროს მივცემ არავის უფლებას, საკუთარი ინტერესები კლუბის წევრების ინტერესებზე მაღლა დააყენოს. მხოლოდ ისინი გადაწყვეტენ მის ბედს, სხვა არავინ“,

- განაცხადა პერესმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები