ყოველ ჯერზე ანადგურებენ | დონჩიჩი მამუკელაშვილის ცუდმა თამაშმა გააბრაზა
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ შაბათს დილით „საკრამენტო“ 106:104 დაამარცხა.
ლუკა დონჩიჩი სანდრო მამუკელაშვილის დაცვაში ცუდმა თამაშმა ძალიან გააბრაზა. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალმა სლოვენიელმა სანდროს შესახებ თქვა: „ყოველ მატჩში ანადგურებენ, აბსოლუტურად ყოველ ჯერზე“.
View this post on Instagram
სანდრომ „საკრამენტოსთან“ 20 წუთი ითამაშა. მის აქტივში 9 ქულა, 9 მოხსნა (3 — შეტევაში, 6 — დაცვაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. ერთი საჯარიმო სროლა ჰქონდა და ზუსტად შეასრულა. სამქულიანის ჩაგდების ორივე მცდელობა წარუმატებელი იყო. პერსონალურად ერთხელ დაჯარიმდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს